დემურ გიორხელიძე:-„ქართული ოცნების“ ტრაგედია

დემურ გიორხელიძე:-„ქართული ოცნების“ ტრაგედია

-„თუ ჩვენ შევაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ის ჯერ-ჯერობით ნეგატიურ ასპექტში შეიძლება იყოს განხილული. ადამიანი ამბობს, რომ წასულია ხელისუფლებიდან და ფაქტიურად განასახიერებს ხელისუფლებას. მისი საუბარი აბსოლუტურად ამოვარდნილია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიდან. ცხადად ჩანს, რომ თუ 2016 წელს ხმას ისევ „ქართულ ოცნებას“ მივცემთ, შემდეგი 4 წელიც არაფერი არ განხორციელდება. უნდა დასამარდეს პოლიტიკური ტექნოლოგია და მხოლოდ ორპარტიანობა გვერდზე უნდა გაიწიოს. ქართველი ხალხია იმის გარანტი, რომ ამ ორი ძალის გარდა ქვეყანაში არსებობს კიდევ ძალა-ეს არის საღი აზროვნების ათასობით ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთისკენ ნაბიჯი უნდა გადადგან, არ არის საჭირო ბელადების ძებნა, ხალხმა თავისი მომავალი თავად უნდა შექმნას.

 

არა მგონია ქყვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების ფონი იყოს, რა გამოიყვანს ხალხს ქუჩაში? მხოლოდ მთავრობის მიერ დაშვებული ახალი შეცდომები. მე ვხედავ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ნამდვილად გამოვა დიდ ასპარეზზე. 2016 წელი  იქნება ბოლო ილუზიური არჩევნები, ვფიქრობ არსებული ძალთა ბალანსი შენარჩუნდება, ამის საფუძველი კი ქართველი ხალხის ილუზიები გახდება, რომ იქნებ მომავალში მაინც რაიმე კარგი გაკეთდეს“.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: