ვინ არიან ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას ცდილობენ?

ვინ არიან ადამიანები, რომლებიც  "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას ცდილობენ?

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კიდევ ერთხელ მოახერხა და ქართველ საზოგადოებას გაკვირვებისაგან პირი დააფჩენინა, როცა თავის სოციოლოგიურ კვლევაში "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებაზე" მაღალი რეიტინგი დაუწერა.

 

დიახ, როგორც იცით, "ენ-დი-აი"-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, მას "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს, რადგან სააკაშვილის პარტიას გამოკითხულთა 13 პროცენტი უჭერს მხარს, "ქართულ ოცნებას" კი - 11 პროცენტი.

 

საერთოდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ნათლად გვკარნახობდა, რომ NDI, განსაკუთრებით კი მისი თბილისის ოფისი, ყველანაირ სიყალბესა და უტიფრობაზე ხელის მომწერი იყო, თუმცა, ამჯერად "ენ-დი-აი"-ს წარმომადგენლებმა ცნობილი სომეხი რევოლუციონერის კამო ტერ-პეტროსიანის საყვარელი "კერძი" მთლად დიდი მათლაფით მიირთვეს.

 

"ენ-დი-აი"-ს მიერ დადებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები საქართველოს მოსახლეობის რეალურ განწყობას არასოდეს ასახავდა და ქართველ საზოგადოებას იოტისოდენა საფუძველიც არა აქვს, რომ ამ კვლევებს ენდოს.

 

გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ რა ციფრებს არახუნებდა NDI 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე:

 

2012 წლის თებერვალში, "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერდა მოსახლეობის 47 პროცენტი, "ქართულ ოცნებას" კი - 10 პროცენტი;

 

2012 წლის ივნისში, "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერდა მოსახლეობის 36 პროცენტი, "ქართულ ოცნებას" კი - 18 პროცენტი;

 

2012 წლის სექტემბერში, "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიური კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერდა მოსახლეობის 37 პროცენტი, "ქართულ ოცნებას" კი - 12 პროცენტი.

 

ე.ი. "ენ-დი-აი"-ს კვლევის მიხედვით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნება" მთელი 25-პროცენტიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები როგორ დამთავრდა, ყველამ კარგად ვნახეთ.

 

როცა სოციოლოგიური კვლევის შედეგებსა და საზოგადოების რეალურ განწყობას შორის ამხელა აცდენა ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია ან სრული პროფანია, ანდა - უნამუსო და თაღლითი, რომელიც საზოგადოებას გამიზნულად ატყუებს.

 

"ენ-დი-აი"-ს ვირეშმაკობისა და სრული უტიფრობის კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ:

 

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევაში "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ გიორგი თარგამაძეს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს.

 

კერძოდ კითხვაზე - რომელი ოპოზიციური ლიდერი მოგწონთ? - "ენ-დი-აი"-მ პასუხები ასე გაანაწილა: გიორგი თარგამაძე - 54 პროცენტი, ბიძინა ივანიშვილი - 40 პროცენტი.

 

სინამდვილეში 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ მოიგო, გიორგი თარგამაძის პარტიამ კი 5-პროცენტიანი  ბარიერიც ვერ გადალახა.

აი, ასეთ კვლევებს ატარებს "ენ-დი-აი" და ეს უკანასკნელი კვლევაც, რომლის თანახმადაც, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებაზე" მაღალი რეიტინგი აქვს, სწორედ იმ ძველი მამაძაღლობების გაგრძელებაა.

 

ძვირფასო მკითხველო, ერთ ასეთ ექსპერიმენტს გთავაზობთ - თქვენი ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და უბრალო ნაცნობებს ჰკითხეთ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ მიუღიათ მონაწილეობა "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიურ გამოკითხვაში? ერთხელ მაინც თუ დაკავშირებია მათ "ენ-დი-აი"-ს წარმომადგენელი და რაიმე კითხვა დაუსვამს?

 

პირადად მე, ასევე ჩემი ოჯახის არცერთ წევრს, არცერთ ჩემს მეზობელს, ნათესავს, მეგობარსა და ნაცნობს ცხოვრებაში ერთხელაც არ გვქონია შემთხვევა, რომ "ენ-დი-აი"-ს სოციოლოგიური გამოკითხვის მონაწილე გავმხდარიყავით!

 

მაშ, საინტერესოა, სად, რა წრეში ატარებს "ენ-დი-აი" თავის სოციოლოგიურ გამოკითხვებს?

 

იქნებ ეს გამოკითხვები რესპონდენტთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კი არა, მუდმივად წინასწარ განსაზღვრული ადამიანების კასტაში ტარდება, რომლებმაც ყოველთვის იციან, რა პასუხი უნდა გასცენ "ენ-დი-აი"-ს მიერ დასმულ კითხვებს?

 

ერთ ფაქტს შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინათ გამოაშკარავდა, რომ ე.წ. ფიფლმეტრები, ანუ სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც იზომება, თუ რამდენი ადამიანი უყურებს ამა თუ იმ ტელეარხს, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და მხარდამჭერების სახლებში იყო დამონტაჟებული, რათა აპარატურას ყველაზე მაღალი რეიტინგი "რუსთავი-2"-სათვის "დაეწერა"!

 

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ "ენ-დი-აი"-ს კვლევების შემთხვევაშიც მსგავს თაღლითობასთან გვაქვს საქმე და ორგანიზაცია, რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევას აწარმოებს, გამოკითხვას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებში ატარებს.

 

აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის, რომ "ენ-დი-აი"-ს კვლევებში "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად გამარჯვებულია, არჩევნებში კი რადიკალურად საპირისპირო შედეგი ფიქსირდება?

 

ორგანიზაციას, რომელიც "ენ-დი-აი"-ს დაკვეთით სოციოლოგიურ გამოკითხვებს ატარებს, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" ("ჩღღჩ-საქართველო") ჰქვია.

 

ეს ორგანიზაცია, თავის დროზე, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი წევრების - ლევან თარხნიშვილისა და თინათინ ბოკუჩავას მიერ არის დაარსებული, ანუ "ჩღღჩ - საქართველო" ყოველთვის სააკაშვილის პარტიის ქვეგანყოფილებას წარმოადგენდა და მის დღევანდელ საქმიანობასაც თუ გადავხედავთ, ახლაც იმავე ფუნქციას ასრულებს.

 

მიგვაჩნია, რომ ქართველმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც "ჩღღჩ - საქართველოში" საქმიანობენ და "ენ-დი-აი"-ს დაკვეთით ისეთ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ, რომელთა შედეგები საქართველოს მოსახლეობის რეალურ განწყობასთან ახლოსაც არ არის.

 

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ - ქვეყანა უნდა იცნობდეს პოლიტიკურ თაღლითებს, რომლებიც ქართველი ხალხის ნებას აყალბებენ და პოლიტიკურად მიცვალებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას ცდილობენ.

 

მაშ, ასე - "ენ-დი-აი"-ს დაკვეთით ყალბი სოციოლოგიური კვლევის ჩამტარებელი "ჩღღჩ-საქართველოს" წარმომადგენლები არიან:

 

კობა თურმანიძე - პრეზიდენტი; თინათინ ზურაბიშვილი - კვლევების დირექტორი; ქრისტინე ვაჭარაძე - პროგრამის უფროსი მენეჯერი; გიორგი ბაბუნაშვილი - მკვლევარი; მარიამ კობალაძე - მკვლევარი; ქეთი ჯაფარიძე - ოპერაციების მენეჯერი; თამარ ხოშტარია - მკვლევარი; დავით სიჭინავა - გეოინფორმაციული სისტემების და მონაცემთა ბაზების ანალიტიკოსი; ქეთი ჩუბინიშვილი - მკვლევარი; ცისანა ხუნდაძე - მკვლევარი; ნათია მესტვირიშვილი - რეგიონალური კვლევისა და გავრცელების კოორდინატორი; ნინო სტავრიდი - კომუნიკაციებისა და განვითარების ოფიცერი.

 

აი, ძვირფასო  მკითხველო, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე "ნაციონალურ მოძრაობას" "ქართულ ოცნებაზე" 25 პროცენტით მაღალ რეიტინგს უწერდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გიორგი თარგამაძეს ბიძინა ივანიშვილზე მეტი მხარდამჭერი ჰყავდა!

 

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლა გვეუბნებიან - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მას ნაციონალები მოიგებენო!

 

ქართველი საზოგადოება მისი ნების გამყალბებლებს უნდა იცნობდეს!

 

ქართველი საზოგადოების ნების გამყალბებლებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ქართველი საზოგადოება მათ ამ პოლიტიკურ თაღლითობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს პასუხს, როცა დაუმარხავ მიცვალებულს - "ნაციონალურ მოძრაობას" - მიწას საბოლოოდ მიაყრის!

 

წყარო: გაზეთი "ასავალ-დასავალი"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: