მამუკა არეშიძე: თუ ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს, პროცესები უმართავი გახდება

მამუკა არეშიძე: თუ ხელისუფლება არ მიიღებს  ზომებს, პროცესები უმართავი გახდება

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გააჩნია, სადამდე მიუშვებს სიტუაციას ხელისუფლება", - ამის შესახებ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას მამუკა არეშიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა. ექსპერტის თქმით, თუ ხელისუფლება არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს, პროცესები უმართავი გახდება.

 

"ჩემთვის მთავარი ის საერთო სურათია, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება: "რუსთავი 2"-ის პრობლემა ხელოვნურად გადაიქცა ეროვნულ ტრაგედიად. ამაზე აიგო კამპანია, ზოგჯერ - ძლიერი, ზოგჯერ - სუსტი, მაგრამ ეს გახდა მთავარი თემა ქვეყნისთვის. თანაც თემა აიწია ისეთ კონტექსტში, რაც თავის დროზე თვითონ აქვთ ჩადენილი. ეს ცინიზმია ჩემთვის ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი.

 

ძალიან მეშინია, ქუჩის ექსცესებში არ გადაიზარდოს. ეს ყველაფერი ახდენს ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას. შეიძლება, 25 წლის განმავლობაში ესმოდეს დასავლეთს, რომ საქართველოში გამუდმებით გადატრიალების წინაპერიოდია?" - ამბობს ექსპერტი.

 

 

 

"პრაიმტაიმი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: