დავით ნარმანია: გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული

დავით ნარმანია: გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის გარშემო გამხმარი ხეების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ტენდერი დასრულდა და უახლოეს დღეებში გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები დაიწყება, რომელთა ადგილზეც თბილისის მერია და სხვადასხვა უწყებები, რომლებიც ამ პროცესში იქნებიან ჩართული, ახალ ნერგებს ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე დარგავენ.

 

"იქ, სადაც არის ამის ადგილი და შესაძლებობა, მოხდება ახალი ხეების დარგვა ამ შემოდგომასა და მომდევნო წლის გაზაფხულზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამხმარი ხეების მოჭრის სამუშაოები მაქსიმალურად დროულად იქნეს წარმოებული, რათა ახალი ნერგებით ჩანაცვლების სამუშაოები პარალელურ რეჟიმში დროულად წარიმართოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: