დემურ გიორხელიძე : პრეზიდენტის მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში არ იყო სწორი

დემურ გიორხელიძე : პრეზიდენტის მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში არ იყო სწორი

ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მისამართით არასწორი იყო. ამის შესახებ გიორხელიძე "რეპორტიორს" ესაუბრა. აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტი რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი არ უნდა იყოს.

 

"აქ არის ძალიან ფაქიზი მომენტი. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, რადგან მის ფუნქციებს კონსტიტუცია განსაზღვრავს. პრეზიდენტის მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში არ იყო სწორი. რადგან, ნებისმიერი ფორმით, ეს არის ზემოქმედება სასამართლოზე. ამიტომ ვისურვებდი, რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციებში პრეზიდენტი რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი არ იყოს. თუ პრეზიდენტი აღმოჩნდება მხარე, ჩვენ მივიღებთ აღმასრულებელი ხელისუფლების შეცდომების კვალობაზე სამოქალაქო დაპირისპირებას", - განაცხადა გიორხელიძემ.

 

 

 

 

 "რეპორტიორი"

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: