მანანა კობახიძე: გეყოფათ, ბატონო ტუღუშო!

მანანა კობახიძე: გეყოფათ, ბატონო ტუღუშო!

"გუშინ "რუსთავზე" გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას". ეტყობა, იფიქრა, ტუღუშიც ცოტას შემეშველებაო, თუმცა ვერც ერთს ვერ გამოუვიდა, ფაქტია", - განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში აკეთებს:

 

"ამ უკანასკნელის ანგარიშებში რაც აისახა, ისიც სრულიად საკმარისია იმის დასტურად, რომ სისტემური იყო ცემა-წამება და არ შეიძლება საუბარი რაიმეს დადგმაზე. უფრო მეტიც, პატიმრებს კლავდნენ და მერე "თვითმკვლელობას" აბრალებდნენ. აი, ამ ადამიანს რომ ემოქმედა, კახა თედლიაშვილი - ერთ-ერთი თვალსაჩინო მსხვერპლი წინა ხელისიფლების, დღეს ცოცხალი იქნებოდა. პატიმარი თავად და მისი ადვოკატი ხმამაღლა, ღიად და დაუფარავად, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ და ეს რეალური იყო! სწორედ ტუღუშს პირადად მიმართავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ადეიშვილზე, კალმახელიძეზე, ლაშა თორდიაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეზე- აი, ეს იყო გაცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და მაინც მოკლეს! შემდეგ თოკით ჩამოკიდეს და "თვითმკვლელად" გამოაცხადეს. ამ ახალგაზრდა კაცის და მისი პატარა, დაობლებული გოგონას ცოდვაც გეყოფათ, ბატონო ტუღუშო! გრცხვენოდეთ, რადგან მაინც ვერ ახერხებთ და ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს, მაინც ცდილობთ ნაცების "გარეცხვას", - წერს მანანა კობახიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: