რას ურჩევს არჩილ გამზარდია „ქართულ ოცნებას“?

რას ურჩევს არჩილ გამზარდია „ქართულ ოცნებას“?

პორტალ  „კვირას“  პრესკლუბში საზოგადოებრივი კომბინაციების მართვის სპეციალისტმა, არჩილ გამზარდიამ ბრიფინგი ჩაატარა.

გამზარდიამ, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ გუნდში ახალი სახეების ყოფნის აუცილებლობაზე.

 

 მისი თქმით, დღეს როდესაც ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ მისგან დამოუკიდებლად დაკომპლექტდეს: 

 

„ძალიან ხშირად დებატებში „ქართული ოცნების“ წარომადგენლები სუსტად გამოიყურებიან. მართალია, გამონაკლისი იქაც არის, მაგრამ სპიკერებად მაინც ვერ წარმომიდგენია. ხშირ შემთხვევაში სიმართლე მათ მხარეზეა, მაგრამ ნაციონალების დემაგოგიას ვერ უძლებენ“.  

 

სწორედ აქედან გამომდინარე, გამზარდია „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ აქედანვე დაიწყოს საარჩევნო კამპანია და იზრუნოს ახალ სახეებზე.სხვანაირად დღითიდღე კლებად რეიტინგს ვერ უშველის- ამომრჩეველს მმართველი კოალიციის მიმართ უკვე სერიოზული პრეტენზიები გაუჩნდა.

 

ვნახოთ, გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ გამზარდიას რჩევებს და იზრუნებს თუ არა საკუთარი რეიტინგის ამაღლებაზე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: