ზვიად კვაჭანტირაძე: მორჩით ზღაპრების მოყოლას!

ზვიად კვაჭანტირაძე: მორჩით ზღაპრების მოყოლას!

"ვისაც მოკლე მეხსიერება აქვს ან რეალობის შეფასება და დაფასება არ შეუძლია, იმათ გასაგონად ვიტყვი", - განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"როგორ გიბრუნდებათ ენა, დღეს რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპკორპუსის დისკრედიტაციას ცდილობთ და ხელისუფლების და მმართველი გუნდის პარტიკულარული ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობაში სდებთ ბრალს? და ამას ვინ ამბობს, თქვენ, ყოფილ მმართველ პარტიასთან რომ შესისხლხორცებულები იყავით და ხართ დღემდე? იქნებ ვინმეს დაგავიწყდათ, როგორი ენთუზიაზმით იყავით ჩართულები 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში, როგორ ექცეოდით თქვენს საკუთარ თანამოქალაქეებს, ვინც პოტენციურად აღარ იყო "ნაცმოს" ამომრჩეველი საზღვარგარეთ და ყველა საშუალებით უზღუდავდით მათ კონსტიტუციურ უფლებებს, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. იქნებ დაგავიწყდათ, 2008-2009 წლებში როგორი ტოტალური "წმენდა" ჩაატარეთ სისტემაში. იქნებ დღევანდელი სამინისტროდან ვინმემ გაგვახსენოს, ყოფილი რეჟიმის პერიოდში რამდენი გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი დასვით სახლში. ვეჭვობ, რომ ამ პერიოდში სისტემიდან გაგდებული პროფესიონალების რიცხვმა შეიძლება 200 -ს გადააჭარბოს (დავაზუსტებ). და ბოლოს, თქვენს ტყუილს ერთადერთი არგუმენტითაც გაგიბათილებთ - დღესაც კი, დიახ, დღესაც სისტემაში მაღალ დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებენ ჩვენი დაუღალავი კრიტიკოსების და პოლიტიკური ოპონენტების, ძველი რეჟიმის ერთგულ მეხოტბეთა მეუღლეები და ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ...

და ბოლოს, ერთი ფაქტი მაინც დაადასტურეთ თქვენი სიზმრებიდან და უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს.

 

ასე რომ, მორჩით ზღაპრების მოყოლას და მიხედეთ ოდესის გაკვეთილებს.

 

არსად აღარ გავატარებთ თქვენს ტყუილებს. სადაც ისევ მოიტყუებთ, იქვე მოგაჭედებთ მწარე სიმართლეს", - წერს კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში. 

 

 

"დიპლომატთა კლუბის" ინფორმაციით, საქართველოს საელჩოების მხრიდან პოლიტიკური და არაკორექტული განცხადებები იგზავნება. "დიპლომატთა კლუბის" წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან მიიღო არაერთი შეტყობინება, სადაც საუბარია სწორედ საქართველოს საელჩოების მხრიდან გაგზავნილ არაკორექტული შინაარსის განცხადებებზე. მისივე თქმით, ეს განცხადებები მიმართულია "ევროპის სახალხო პარტიის" წინააღმდეგ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: