ბიძინა ივანიშვილი: ინგა გრიგოლია ამ ყველაფრის გამოა ასეთი გაღიზიანებული!

ბიძინა ივანიშვილი: ინგა გრიგოლია ამ ყველაფრის გამოა ასეთი გაღიზიანებული!

 "ბატონო ბიძინა, ტელეკომპანია "იმედის" პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ "რეაქციის" დახურვაში თქვენი ხელი ურევია. იგივეს გაბრალებენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. რა პსაუხს გასცემდით მათ?" ამ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

 

"მეც წავიკითხე, რომ გრიგოლიას სურს ეს ფაქტი მე მომაწეროს. თითქოს მას ვებრძვი, რა თქმა ამაში ობიექტური არაფერი არ არის. მე თავის დროზე შეიძლება ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა. როდესაც ინგა გრიგოლია, ერთ-ერთი ფსევდო ოპოზიციური პარტიის ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

 

ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, როდესაც ეს პარტიები ვამხილე, მან ვეღარ დაიკავა ადგილი პარლამენტში. დღესაც გავიმეორებ, რომ ფსევდო ოპოზიციური-პარტიები, როგორიც იყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები, - აქტიურად თანამშრომლობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ატყუებდნენ საზოგადოებას.

 

ინგა გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი და ადგილი პარლამენტში. ჩემი აზრით, მისთვის საბედნიეროდ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლით, სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა, გრიგოლია ალბათ გაღიზიანებულია, რომ მე ის ჟურნალისტიკაში, პრინციპში იძულებით დავაბრუნე. იმ ფორმით რომ ქრისტიან დემოკრატებმა 1 პროცენტიც ვერ აიღო არჩევნებში. შესაბამისად, გრიგოლია ვერ მოვიდა პარლამენტში და აქედან გამომდინარე, საუბრობს ასეთ რაღაცეებს. სხვებისგან განსხვავებით, გრიგოლიას ეყო ჭკუა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამ ყველაფრის გამოა ასეთი გაღიზიანებული" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: