სოსო მანჯავიძე: არ უარყოფენ, დიახაც ვგეგმავდითო...

სოსო მანჯავიძე: არ უარყოფენ, დიახაც ვგეგმავდითო...

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს განაჩენის წინააღმდეგ წასვლას მას მართლაც ურჩევდა და ასეც იყო დაგეგმილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მანჯავიძის განცხადებით, უკრაინულ მედიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერები, სადაც სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია რევოლუციაზე, სისხლისღვრაზე და "ცემა-ტყეპაზე" საუბრობენ, პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სერიოზულად იგეგმება და შესაბამისმა უწყებებმა ამაზე სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინონ. 

 

"წარმოგიდგენიათ ხალხო, რა უბედურება ხდება ქვეყანაში?

ხალხი გადატრიალებას და რევოლუციას გეგმავდა და უშიშროება, თურმე ნუ იტყვით და, უსმენდა..

თანაც, თვითონაც არ უარყოფენ, დიახაც ვგეგმავდითო.

სასწრაფოდ უნდა აღსდგნენ არასამთავრობონი და პრეზიდენტი და დაგმონ ეს უკანონობა.

ჯერ აცალონ ბიჭებს, მოაწყობინონ გადატრიალება და მერე დაიჭირონ!

რეჟიმია ეს, აბა რა არის..."- აღნიშნავს მანჯავიძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: