ბიძინა ივანიშვილი: ამდენ რამეს ვაკეთებ და თქვენ დანგრევას მაბრალებთ?!

ბიძინა ივანიშვილი: ამდენ რამეს ვაკეთებ და თქვენ დანგრევას მაბრალებთ?!

"თქვენ ცრუობთ ძალიან ბევრს",- ასე მიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

 

"თქვენ და თქვენს გუნდს, რომელსაც ემსახურებით, სურვილი გაქვთ, რომ მოსამართლეებიც თქვენ იყოთ. ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლემ საქმე გაარჩიოს, მოსამართლეს იჭერთ თავიდანვე. თუ მოისპობა მოსარჩელე, აღარ იქნება დანაშაულიც, - დაახლოებით ასეთი პოზიცია გაქვთ. თუ ქიბარ ხალვაშს ან მთლიანად სასამართლოს მოუხერხებთ რამეს, ყველაფერი კარგად იქნება - ეს პოზიციაა დღეს თქვენი.

 

როდესაც სასამართლო არ დასრულებულა და თქვენ გსურთ, რომ შიდა სასამართლო პროცესებში ჩამიყვანოთ, ეს არის მცდარი. თქვენ გსურთ, რომ ევროპიდან და ამერიკიდან მოსული ინფორმაციით შეაფასოთ ის, ახდენს თუ არა მთავრობა ზეწოლას ტელევიზიაზე. ჩვენზე კარგად, იმათზე კარგად, ვინც ამ ქვეყნის შიგნით ვართ, როგორ შეაფასებს სიტუაცის ის, ვინც ქვეყნის გარეთ არის. თქვენ ცრუობთ ძალიან ბევრს. მე უკვე მოგიყვანეთ მაგალითები, კაცი ამდენს ვაკეთებ და თქვენ დანგრევას მაბრალებთ. მიეჩვიეთ იმას, რომ ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ვერავინ ვეღარ იძალადებს. მხოლოდ კანონი იძალადებს. მთელი საზოგადოება ნაციონალების ძალადობთ იყო დათრგუნული", - განაცხადა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: