ნოდარ ხადური: საგადასახადო კოდექსი ჩვენს რეალობას უნდა პასუხობდეს

ნოდარ ხადური: საგადასახადო კოდექსი ჩვენს რეალობას უნდა პასუხობდეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს სარა ვილიამსონს შეხვდა. შეხვედრაზე  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„შეხვედრა  ორმხრივად სასარგებლო იყო. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვგეგმავთ, მათ შორის, საგადასახადო სფეროში, ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის პროცესი  ხელმისაწვდომი  იქნება საზოგადოებისთვის, რათა საგადასახადო კოდექსი  უფრო სრულყოფილი იყოს და პასუხობდეს იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით,“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.


„ჩვენი შეხვედრა პოზიტიური იყო. მინისტრმა ისაუბრა ინიციატივებზე, რომელიც ეკონომიკის სფეროსა და საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებას ეხება. მივესალმებით სამინისტროს წინადადებას, განხილვების პროცესში ჩართული იყოს როგორც ბიზნესი, ასევე საზოგადოება,“ - განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა. 


ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს საელჩოსთან, საქართველოს მთავრობასთან და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე მუშაობს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: