ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ფულით ცხოვრობენ!

ზურაბ აბაშიძე: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ფულით ცხოვრობენ!

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ფულით ცხოვრობენ, რამდენი წელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. ზურაბ აბაშიძემ განმარტა, რომ ამაში ახალი არაფერი არ არის. 

"აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ფულით ცხოვრობენ რამდენი წელია. ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტის 95 % შედგებოდა და შედგება რუსეთიდან მიღებული გადარიცხვებით. ასე, რომ ახალი არაფერი არ არის ამაში. ასე გრძელდება წლებია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

რაც შეეხება რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან შეხვედრას, აბაშიძის ინფორმაციით, მორიგი აუდიენცია ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. 

"ჩვენ შევხვდებით, სავარუდოდ, ნოემრის შუა რიცხვებში, კონკრეტული თარიღი მიმდინარე კვირას დაზუსტდება. საკითხები მეტ-ნაკლებად გაწერილია, როგორც ცნობილია, ჩვენი დღის წესრიგი უმთავრესად დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან, სატრანსპორტო კავშირებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებთან. რაღაც განსაკუთრებულ სენსაციას არ უნდა ველოდოთ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: