ზურაბ აბაშიძე:უმთავრესად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ!

ზურაბ აბაშიძე:უმთავრესად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ!

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ეუთო-ში ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ლიტვის, რუმინეთის და შვეიცარიის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

როგორც მთავრობის ადმინისტარციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, უმთავრესად საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, კერძოდ იმ პირდაპირ დიალოგზე ისაუბრეს, რომელსაც თბილისი მოსკოვთან აწარმოებს. 

 

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პრობლემებია, რა პერსპექტივები არსებობს რთული საკითხების მოგვარების, არის თუ არა რაიმე პროგრესი, რა არის მოსალოდნელი შეხვედრების შემდეგ ეტაპზე. საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს აღნიშნულის თაობაზე მათი მხრიდან და საკმაოდ კარგადაც არიან ინფორმირებულნი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

 

მისივე განმარტებით, ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლებს შეკითხვებიც ჰქონდათ. 

 

"მათ აინტერესებდათ, როგორია ჩვენი მიდგომები, რა საკითხებს განვიხილავთ, როგორ გვესახება ზოგადად ამ დიალოგის გაგრძელება, რამდენად არის ეს დაკავშირებული სხვა პრობლემებთან, იმ საკითხებთან, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ერთი სიტყვით, კარგი და სასარგებლო საუბარი გვქონდა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 

 

ეუთო-ს მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ისინი ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს ეცნობიან. ასევე, ეწვევიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. ეს არის ეუთოს მუდმივი წარმომადგენლების 1-ელი ვიზიტი საქართველოში 2008 წლის ივლისის შემდეგ. მათი ვიზიტი 4 ნოემბერს დასრულდება. სტუმრები დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: