კიწმარიშვილის "შტურმავიკები" ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდნენ

კიწმარიშვილის "შტურმავიკები" ოქრუაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩნდნენ

ტელეკომპანია "მაესტროს" ცნობით, დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს ოქრუაშვილის გარემოცვის ის წევრები ესწრებოდნენ, ვისთან ერთადაც ეროსი კიწმარიშვილმა გასული წლის ოქტომბერში "მაესტროს" შენობის "დაკავება განახორციელა".


როგორც მაშინ კიწმარიშვილი აცხადებდა, "ესენი უბრალოდ, "რუსთავის მედიის" დაცვის წევრები არიან და "ქართულ პარტიასთან" არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.


როგორც "მაესტროს" ხელმძღვანელები აცხადებენ, "ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ "მაესტროს" შენობის დაკავებაში ეროსი კიწმარიშვილი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად წინა ხელისუფლების დაკვეთას ახორციელებდა".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: