თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ს ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ს ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

"რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა მოსამართლეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის "ფეისბუქის" სტატუსზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დატოვებულ კომენტარებზე, შუამდგომლობით მიმართეს. 

 

კომპანიის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მომხდარიყო ხალვაშის კომენტარების განხილვა როგორც მტკიცებულება, თუმცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვერ იქნება აღიარებული მტკიცებულებად, რადგან ხალვაშს ეს უშუალოდ სასამართლოზე არ განუცხადებია.

 

ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის მხარე ახალი მოწმის დაკითხვას ითხოვს, რომლის ვინაობაც 29 ოქტომებრს გახდა ცნობილი. ადვოკატებმა წარმოადგინეს ჩანაწერი, რომლის მოსმენასაც სასამართლო პროცესზე ითხოვენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: