სოზარ სუბარი: ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა "ნაციონალური მოძრაობის" სახე

სოზარ სუბარი: ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა  "ნაციონალური მოძრაობის" სახე

დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას "მაესტროს ფაქტორის" პირდაპირ ეთერში ეხმიანება.

 

სუბარის თქმით, გვარამიას განცხადება, რომელიც მან რომლიც უკრაინულ საიტზე დღეს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა მის და "ნაციონალური მოძრაობის" სახეს კდევ ერთხელ ააშკარავებს.

 

"ნიკა გვარამიას განცხადებაში სხვა რამე იყო საინტერესო, ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი  და "ნაციონალური მოძრაობის" სახე, როდესაც პირდაპირ  გადავიდა მუქარაზე - თქვენ მოგიწევთ პროკურატურაში სიარული, დაკითხვა და ჩვენებების მიცემა, იმის გამო, რომ კონკრეტული სიუჟეტი გაუშვითო. ძალიან სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, რომ ეს ადამინები, რომლებიც ასე იქცეოდნენ და  იქცევიან, დღესაც ვერ მალავენ თავიანთ ზრახვებს.

გამოდიან და ლაპარაკობენ მედიის თავისუფლებაზე.  ნიკა გვარამიამ დღეს აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. ის სახე, რომლიც მას ყოველთვის ჰქონდა, როგორც  ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან პროკუროს, როდესაც გამოდიოდა და პირდაპირ ამბობდა, რომ დიახ, "იმედი" უნდა დაგვერბია, უნდა გაგვეთიშა, აგვეკრძალა, უნდა წაგვერთმია მფლობელისთვის, უნდა გვეცემა ჟურნალისტები, იმიტომ, რომ ეს კონტროლს მიღმა იყო. თუ მოიძიებთ, ვიდეოში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება თავისუფალი სიტყვის მიმართ."-  განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: