სანდრო ბრეგაძე: რა მარაზმია!!!

სანდრო ბრეგაძე: რა მარაზმია!!!

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კომენტარს აქვეყნებს:

 

"რა მარაზმია!!! სასწრაფოდ საზოგადოებრივი პროტესტი!!! სოფო ნიჟარაძე წყვეტს თურმე საქართველოში სისხლისღვრას, მზადაა, ქართველები დაიხოცონ, ოღონდ თავისი პრივილეგიები დაიბრუნოს. მანიაკი მიშა და ასევე მანიაკი ნიჟარაძე ისე წყნარად საუბრობენ სისხლისღვრაზე, თითქოს ქართველთა სიცოცხლე კაპიკად არ ღირდეს. საზიზღარი, საშინელი, ამაზრზენი და გულისამრევია ამ ახალგაზრდა ვითომ მომღერლის ეს ზღვარგადასული სითავხედე და სისასტიკე. მაინტერესებს, როგორ ბედავს ეს არსება, (რომელიც ოდესმე ალბათ დედა გახდება) ასე აუღელვებლად ქართველთა სისხლის დაღვრაზე და მკვლელობაზე საუბარს. აუცილებელია საზოგადოებრივი პროტესტი, რათა სულიერები, რომლებიც ქართველთა სისხლისღვრას გეგმავენ, მოიკვეთონ ნორმალური საზოგადოებისგან!!!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: