გიორგი კვირიკაშვილი: სიტყვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა

გიორგი კვირიკაშვილი: სიტყვის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა

ვიცე-პრემიერის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და სახელმწიფო არასდროს დაუშვებს იმ დროში დაბრუნებას, როდესაც მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ერთი ნარატივით მუშაობდა. 

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ლიტვაში განუცხადა, ბოლო წლებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი პროგრესი მედიის თავისუფლების კუთხით და ეს ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია. 

 

"ის, რომ სიტყვის თავისუფლების კუთხით საქართველოში ნამდვილად არის გაუმჯობესების ტენდენცია, ამას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ. ჩვენთვის მედიის თავისუფლება არის ძალზედ მნიშვნელოვანი და საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება იმ დროს, როდესაც თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთი ნარატივით მუშაობდა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე კომენტირებისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: