ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილმა თავისი "ბასრი" იარაღი დაკარგა

ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილმა თავისი "ბასრი" იარაღი დაკარგა

"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ, ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ძალიან აზარალებს, რადგან აღნიშნული ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი იყო.

 

"დარჩა სააკაშვილი რუსთავი 2-ის გარეშე ... რაზეც იდგა მისი უნამუსო ძალაუფლება?

დღეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ დაკარგა თავისი ყველაზე "ბასრი" და ეფექტური იარაღი... იარაღი რომლითაც სააკაშვილი პირველ რიგში ერის და სახელმწიფოს წინააღმდეგ დაუნდობლად იბრძოდა. ..

დაკარგა იარაღი, რაზეც იდგა მისი ჭკუიდან შეშლილი, უსამართლო და უნამუსო ძალაუფლება ...

"სიცრუის ფაბრიკა", რომელიც ფარავდა და "ათეთრებდა" ყველა დანაშაულს, სიბინძურეს და უკიდურეს გარყვნილებას ..."- აღნიშნავს ბაღათურია.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილბით "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად, "იმედის" ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: