ზვიად კვაჭანტირაძე: მომხრე ვიქნებით, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალი იყოს

ზვიად კვაჭანტირაძე:  მომხრე ვიქნებით, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალი იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ განჩინების ასეთ ფორმატში მიღება სახელმწიფოს ინტერესს ნამდვილად არ შეესაბამება.

 

"გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემზე ნამდვილად არ ახდენს დადებით შთაბეჭდილებას ის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გვიან ღამით მიიღება. ნამდვილად არ მომწონს ეს ფაქტი და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების ასეთ ფორმატში მიღება, სახელმწიფოს ინტერესს ნამდვილად არ შეესაბამება. შეიძლება მოსამართლეს დღისითაც ის გადაწყვეტილება გამოეტანა, რაც ღამით გამოიტანა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების დრო ჩემში დადებით ემოციებს ნამდვილად არ იწვევს. ეს მახსენებს იმ დროს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, გადაწყვეტილებები ღამ-ღამობით მიიღებოდა და წილების გადაფორმება-გადმოფორმება ხდებოდა. არ მინდა, ვინმეს რამე მივუთითო, მაგრამ ჩემში ამ გადაწყვეტილების მიღების დრომ არასასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

მისი თქმით, სასამართლო ამით არ სრულდება და მოპასუხე და მოსარჩელე მხარეები მზად არიან, პროცესი საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე გაგრძელდეს.

 

"პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკოსებების მხრიდან, რაიმე ზედმეტი განცხადება, შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. ერთს დავადასტურებ, რომ ნამდვილად ვიქნებით მომხრე, საქართველოში მედიასივრცე სახელმწიფო ჩარევისგან თავისუფალი იყოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: