„პრეზიდენტმა როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

„პრეზიდენტმა როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

პარტია "მომავალი საქართველო"-ს ლიდერი, გიორგი ლაღიძე ეხმიანება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

 

"გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას და წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ აიტანეს სამართლებრივ ჩარჩოებში გაგრძელებულიყო დავა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ირგვლივ დაუყოვნებლივი აღსრულების გარეშე, რაც გაცილებით უფრო მშვიდ ვითარებაში წარმართავდა პროცესებს.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სხვა არაფერია თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

 

ფაქტობრივადრად ამ ვაი მოსამართლემ დაასამარა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, უგულვებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ქვეყანაში საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ არჩევანს.

 

ამ ყველაფერს კი ერთი ცალკე აღებული ურთმელიძე ნამდვილად ვერ გაბედავდა, მას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება.

 

პარტია "მომავალი საქართველო" მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ დააფიქსიროს თავისი მყარი პოზიცია საქმის განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე.

 

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა როგორც საქართველოს კონსტიტუციის გარანტმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება "რუსთავი 2"-ის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში კონსტიტუციური წესწყობილების მოშლა"-  აცხადებს გიორგი ლაღიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: