გიორგი კვირიკაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს

გიორგი კვირიკაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე კომენტარს აკეთებს. განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა:

 

"სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს და არ გვაქვს არანაირი უფლება, რამენაირი სახით ჩავერიოთ ამ პროცესში. რაც შეეხება გამჭვირვალობის საკითხს, ვისურვებდი, შემდეგში პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. რაც შეეხება მენეჯმენტის საკითხს, ჩემი სურვილი იქნებოდა, ორივე მხრიდან იყოს კონსტრუქციული მიდგომა, რათა მენეჯმენტი იყოს უზრუნველყოფილი იმ სახით, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იყოს თავისუფალი. მე მოვისმინე არსებული თუ ყოფილი მფლობელების ინფორმაცია, როცა მათ უარი თქვეს რაიმე სახით მოლაპარაკებაზე. ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვისურვებდი, ამ გარდამავალ პერიოდში, რაიმე სახის პროფესიული ნიშნით დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: