Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
10-11-2015, 12:47
ნანახია: 577

თინა ხიდაშელი: სასამართლოების მიერ არასწორად მოხდა გადაწყვეტილების მიღება

როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოების მიერ ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცილებით და სამარცხვინო ფორმებით მოხდა გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მოსამართლეების აცილების შესახებ პარლამენტის შუამდგომლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეფასებისას განუცხადა.

 

"მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო ფორმებით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება. ორივე გადაწყვეტილება ჩუმად იყო მიღებული, მხარეების გარეშე და ეს არ არის სწორი. ეს არ ემსახურება არავითარ პროგრესს, არ ემსახურება ქვეყანაში პრობლემის მოგვარებას. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ, უფლებამოსილების გადაცილებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კანონს თუ შევხედავთ, არაფერი არ დაურღვევია არც ერთს. კანონის მიხედვით, როგორც ურთმელიძე არის აბსოლუტურად პირნათელი კანონის წინაშე, ასევე აბსოლუტურად პირნათელნი არიან ისინიც, მაგრამ იმიტომ წერია კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზეო, რომ ის შინაგანი რწმენა უნდა ჩამოგიყალიბდეს მათ შორის იქიდან გამომდინარეც, რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიული ქვეყანაა. რომ არ შეიძლება, გადაწყვეტილება ჩუმად გამოგქონდეს შენთვის, დაკეტილ ოთახში და შემდეგ როცა საჭიროდ ჩათვლი, საზოგადოებას ამას ისე აცნობებდე. ეს არის აქ მთავარი პრობლემა ორივე შემთხვევაში და როცა საკონსტიტუციო სასამართლო ისე იხილავს საკითხს, რომ მხარეს და ამ შემთხვევაში პარლამენტს საერთოდ არ აგებინებს, მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ისეთივე პრობლემაა, როგორც პირველ შემთხვევაში", - განაცხადა ხიდაშელმა.