კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი საზოგადოებასა და არასამთავრობოებს შორის მიღწეული კონსენსუსის მხარდამჭეია

კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი საზოგადოებასა და არასამთავრობოებს შორის მიღწეული კონსენსუსის მხარდამჭეია

პრეზიდენტი არ არის კონკრეტული საარჩევნო მოდელის მხარდამჭერი, პრეზიდენტი არის ზოგადად იმ იდეის მხარდამჭერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, - ამის შესახებ ჟურნლისტებს ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განუცხადა, რითაც აღნიშნულ საკითზე ერთი მხრივ ინტერპარტიული ჯგუფის, მეორე მხრივ კი "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შემუშავებულ საკანონდებლო პაკეტთან დაკავშირებულ საკითხზე შეკითხვას გამოეხმაურა. 

 

მისივე გამარტებით, პრეზიდენტი მხოლოდ იმ კონსენსუსის მხარდამჭერია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არსებობს. 

 

"პრეზიდენტი არ არის კონკრეტული საარჩევნო მოდელის მხარდამჭერი. პრეზიდენტი არის ზოგადად იმ იდეის მხარდამჭერი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, მაგრამ კონკრეტულ საარჩევნო მოდელს ჩვენ არ ვუჭერთ მხარს. ასევე პრეზიდენტი იყო და არის იმ ძალიან დასაფასებებლი კონსენსუსის მხარდამჭერი, რომელიც მოხერხდა და მიღწეულ იქნა არა მხოლოდ მრავალ პოლიტიკურ პარტიას, არამედ სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 

ამასთან, პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა მომავალ არჩევნებში სამოქმედო თამაშის წესები იცოდნენ. 

 

"ჩვენ ასევე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით მოქმედებებია განსახორციელებელი და რაც შეიძლება მალე, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა დროულად იცოდნენ ის თამაშის წესები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ 2016 წლის არჩევნების დროს", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: