პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 30 ნოემბამდე წარედგინება

პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი 30 ნოემბამდე წარედგინება

მომავალი წელი მნიშვნელოვანი წელია და საკმაოდ დაძაბული ბიუჯეტი გველის წინ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შესრულდება და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

 

"წარმოდგენილი პროექტი ჯერ კიდევ გადამუშავების სტადიაშია. მიმდინარეობს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ 30 ნოემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელებთ კომუნიკაციას კომიტეტებთან, ფრაქციებთან, ცალკეულ პარლამენტის წევრებთან იმისათვის, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის სულისკვეთება, რომელიც არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები; გავზარდოთ ეკონომიკა; ეკონომიკა იყოს სტაბილური; ინფლაცია იყოს პროგნოზირებულ პარამეტრებში და ამავე დროს, მნიშვნელოვანია შვეინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: