გიორგი ვოლსკი:მედია თავისუფალია!

გიორგი ვოლსკი:მედია თავისუფალია!

"მედია დღეს ისეთი თავისუფალია, როგორც არასდროს." - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში "2030" ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის შესახბ საუბრისას.

 

ვოლსკის განცხადებით ხელისუფლება მედიის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა და ეს ყველამ უნდა დაინახოს.

 

"მითხარით ერთი ტელევიზია, რომელმაც ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე ერთი სიუჟეტი მაინც გააკეთა. პირიქით, მთელი მედია კრიტიკულია ჩვენს მიმართ და ეს უნდა დავინახოთ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ, მედიის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, არ შეიძლება მედიის თავისუფლების შეზღუდვად და რომელიმე მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად შეფასდეს." - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: