Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
13-11-2015, 08:11
ნანახია: 645

ნანა კაკაბაძე:

ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით  ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს.

 

როგორც გადაცემაში "2030" კაკაბაძემ განაცხადა, "რუსთავი 2" დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიტიკური კლანის ინტერესების გამტარებელი ტელევიზიაა.

 

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლება ღებულობდა ანტიკონსტიტუციურ კანონებს და პარლამენტი ბიუჯეტის ფულს ამაში ხარჯავდა. ჩვენ არა გვაქვს მონაცემები, ამ კანონებმა რამდენი ადამიანი დააზარალა. საკონსტიტუციომ რეაგირება მას შემდეგ დაიწყო, როცა ეს მუხლები "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხო. ამიტომ ცალსახაა, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიზირებული და მიკერძოებულია. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ საზოგადოებას აუხსნას, რა მუხლებზეა საუბარი, ვის მიერაა მიღებული და ახლა რატომ ამბობენ უარს თავისსავე მიღებულ კანონებზე?!

 

სასამართლოს დამოუკიდებლობა ახლა იდგამს ფეხს. ეს პროცესი ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. გამამართლებელი განაჩენები 0,01 %-დან 36 %-მდე ავიდა. ურთმელიძის გადაწყვეტილება კანონიერია, მაგრამ საზოგადოების ინტერესია - ასეთი გადაწყვეტილებებით დარტყმა არ მიადგეს ახალფეხადგმულ დამოუკიდებელ სასამართლოს. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია - სინამდვილეში ვინ უშლის ხელს რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, რომ რუსთავი - 2 არის არა თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე, არამედ დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიტიკური კლანის ინტერესების გამტარებელი... სამწუხაროდ, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს." - განაცხადა კაკაბაძემ.