Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
13-11-2015, 12:02
ნანახია: 1267

თეა წულუკიანი: არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი, ძალიან გვეამაყება

არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსი, რომელიც საქართველომ წელს მიიღო, ჩვენ ძალიან გვეამაყება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციურ კოდექსს 7 ქვეყნის დელეგაციები ეცნობიან. 

 

როგორც თეა წულუკიანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არის კანონი, რომელმაც საქართველოში შექმნა სპეციალიზებული მართლმსაჯულება ბავშვებისათვის. მისივე თქმით, იანვრიდან საქართველოს ეყოლება სპეციალიზებული მოსამართლეები, სპეციალიზებული პროკურორები და ადვოკატები. 

 

"ჩვენ ამ კოდექსით ჩვენი კანონი ვაქციეთ გაეროს კონვენციასთან ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში და შემოვიტანეთ ერთხელ და სამუდამოდ, ისეთი პრინციპები, როგორიც არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ადეკვატური სასჯელის ინსტიტუტი და პატიმრობა, როგორც უკიდურესი გამოსავალი. ჩვენ ამ კონდექსში საქართველოში შემოვიტანეთ ის, რაც ძალიან ბევრი წელი არ არსებობდა. ეს არის ბავშვისთვის პირველი შეცდომის უფლება, რომელსაც პროფესიონალები, მათ შორის სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ჩვენ სახელმწიფო ერთად გამოვასწორებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, იუნისეფს, თანამშრომლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს, რომელიც აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე პროცესში ექსპერტის სახით მონაწილეობდა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან და ბელორუსიდან. 

 

ღონისძიებაზე იმყოფება ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში საშა დრაუმანი და მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელია.