ირაკლი ღარიბაშვილი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, კომპანია GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტ, რიკარდო კორდობას შეხვდა.  შეხვვედრის მთავარი თემები, საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო. 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია დაესწრო.

 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი „ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკიც დაესწრო.

 

„ჩალიკ ჰოლდინგმა“, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, წარმატებით განახორციელა გარდაბნის ულტრათანამედროვე, კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: