ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

 

 

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე  საქართველოს მიერ მაკროფინანსური დახმარების კუთხით ევროგაერთიანებასთან ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა.

 

ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა.ასევე ესაუბრა იმ, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმებზე და საქართველოს მხრიდან მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ.

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაკროფინანსური დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის დეკემბერში მოეწერა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო 46 მილიონი ევრო.

 

მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მიზანია საქართველოს საგადამხდელო ბალანსისა და ბიუჯეტის განმტკიცება და ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, რომელიც ეკონომიკური მართვის სფეროში რეფორმების განხორციელებაზე, სოციალური ჩართულობის გაზრდასა და უფრო მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. მაკროფინანსური დახმარება მხარს უჭერს რეფორმებს საჯარო ფინანსების მართვის, სოციალური პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობისა და ვაჭრობისა და კონკურენციის პოლიტიკის სფეროებში, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ  საქართველოს მხრიდან  მემორანდუმში განსაზღვრული ღონისძიებები დროულად იქნა შესრულებული და ანგარიში  ევროკავშირის წარმომადგენლებს გაეგზავნა.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: