ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს დახმარებას სთხოვენ?!

ქართველი დეპუტატები ევროსაბჭოს დახმარებას სთხოვენ?!

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.


პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. შეხვედრები გარდამავალი პერიოდის პრობლემებს შეეხებოდა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ევროსაბჭოს მიმართეს თხოვნით, დახმარება გაუწიონ პოლიტიკური პროცესების მონიტორინგსა და პრობლემების მოგვარებაში.
შეხვედრები ასევე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან.

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 23 ნოემბერს დაბრუნდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: