Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
27-11-2015, 11:52
ნანახია: 1742

გია მეფარიშვილი: საპროკურორო სისტემაში საინტერესო ფიგურა მოდის!

„ივერიონს“ საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებაზე და მომავალი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,  ყოფილი გენერალური პროკურორი, გია მეფერიშვილი ესაუბრა.

 

-ბატონო გია, დღეს პარლამენტი სავარაუდოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაამტკიცებს.

 

თქვენი, როგორც კვალიფიციური იურისტის და ყოფილი გენერალური პროკურორის აზრით, რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა საპროკურორი საბჭომ? რას შეცვლის შოთაძის გაპირველკაცება პროკურატურის სისტემაში?

 

-თვითონ ბატონ ირაკლის არ ვიცნობ, მაგრამ ვაკვირდები მის მოქმედებებს და ჩემზე ცუდ შთაბეჭდილებებს არ ტოვებს.

ვთვლი, რომ საპროკურორო საბჭოს მხრიდან ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩემი აზრით, საპროკურორო სისტემაში საინტერესო ფიგურა მოდის!

დაველოდოთ, მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს...

 

-რას მივაწეროთ „ნაციონალების“ პროტესტი, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას  იმ მოტივით, თითქოს გაუხსნელი და თაროზე შემოდებული საქმეები „ნაციონალების“ ზეობის პერიოდს არ ეხებოდეს...  არადა, ბევრი მომავალ მთავარ პროკურორს „ნაცმოძრაობის“ მიერ „დაფრთიანებულსაც“ ეძახის...

თქვენი კომენტარი...

 

-არ ვიცი, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ რა პოზიცია ჰქონდა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია საერთოდ არ ღებულობდა არცერთი თანამდებობის პირის დამტკიცებაში მონაწილეობას. ასე, რომ ეს მათი უფლებაა და ამაში არფერს უცნაურს და განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მითუმეტეს, ეს არის პოლიტიკური პროცესი და შესაბამისად პოლიტიკური პროცესისთვის მსგავსი სვლები დამახასიათებელია. ასე, რომ ეს არც უნდა გვიკვირდეს.

 

გადაწყვეტილება კენჭისყრით იქნება მიღებული  და პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს ჩამოაყალიბებს.

     

                  ესაუბრა კარინა გრიგორიანი