რა საფრთხის წინაშე დგანან საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი?

რა საფრთხის წინაშე დგანან  საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი?

„უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი – ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე, ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან“-აღნიშნული განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ, იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

“ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა, ზღვის, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შავი ზღვა გახდა ფაქტობრივად ევროპული ზღვა, რომლის აუზშიც გაერთიანებული თითქმის ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, არის ჩართული ევროპული თანამშრომლობის კონტექსტში. ეს როლი გასაღრმავებელია. შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნები, როგორიც არის უკრაინა, საქართველო, მოლდავეთი, ქვეყნები, რომლებიც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები, რეალურად დგანან ტერიტოტრიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხების წინაშე. ეს არის ამ ქვეყნებისთვის რეალური გამოწვევა, რომელიც მოდის რუსეთიდან, ეფუძნება რუსეთის პოლიტიკას, პრივილეგირებული ინტერესის სფეროები გაავრცელოს თავის სამეზობლოში. საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც თავისი თავისუფალი არჩვენისთვის დაისაჯა თავისი ჩრდილოელი მეზობლის მიერ”,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: