ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ბრიტანული მოდელი მოსწონს

ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის ბრიტანული მოდელი მოსწონს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა.


შეხვედრა საქართველოს კანცელარიაში შედგა. მხარეებმა, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა შეძლო.


ბიძინა ივანიშვილმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს ის პრობლემები გააცნო, რის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. ასევე, საუბარი შეეხო რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხსაც.


პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია.  მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს იმ დიდ გამოცდილებას სოფლის მეურნეობაში, რაც დიდ ბრიტანეთს გააჩნია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: