"თელასში" შემოსავლების სამსახური შევიდა

"თელასში" შემოსავლების სამსახური შევიდა

"თელასის" ფინანსურ საქმიანობას შემოსავლების სამსახური სწავლობს. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები უკვე 3 საათია კომპანიაში იმყოფებიან და საბუთებს ეცნობიან.


ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, შემოსავლების სამსახური გეგმიურ შემოწმებას ატარებს.


ამ წუთებში ენერგეტიკის სამინისტროში სპეციალური კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც "თელასის" 125 გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს განიხილავს.
სხდომას ესწრება "თელასის" გენრალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც.


შეგახსენებთ, რომ "თელასში" გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა გრძელდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: