ახალი მანქანით ახალ პარლამენტში

ახალი მანქანით ახალ პარლამენტში

დღეს დილით გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში Toyota Land Cruiser V8 მარკის ავტომობილით მივიდა.


ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გავრცელდა. "ფეისბუკის" მომხმარებლებმა "პარლამენტი ონლინე" სახელით დარეგისტრირებულ გვერდზე ჯაჭვლიანის ახალი ავტომობილის ფოტოც გამოაქვეყნეს.


"Toyota  Land Cruiser V8 , სკამები ჯერ კიდევ პოლიეთილენითაა შეფუთული, ამ მანქანით მოვიდა დღევანდელ სესიაზე დასასწრებად პარლამენტის წევრი _ სოსო ჯაჭვლიანი", _ ასეთი წარწერა ახლავს ფოტოს.


ფოტოს რამდენიმე ინტერნეტ-მომხმარებლის კრიტიკული შინაარსის კომენტარი ახლავს თან. ამდროისთვის ფოტო 40 ადამიანმა მოიწონა და დაახლოებით 72-მა გააზიარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: