რაში ადანაშაულებს სააკაშვილი უკრაინის მთავრობას?

რაში ადანაშაულებს სააკაშვილი უკრაინის მთავრობას?

ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს.

 

ანტიკორუფციულ ფორუმზე, სააკაშვილმა სლაიდები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, კორუფცია სახელმწიფოს ყოველწლიურად 5 მილიარდი დოლარის ზარალს აყენებს.

 

მისივე თქმით, კორუფციულ სქემაში არამხოლოდ ცნობილი ოლიგარქები, არამედ ეროვნული ბანკი, მთავრობა და პარტიული მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი.

 

ფორუმზე ოდესის გუბერნატორმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მისი თქმით, კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები ბიზნესმენები რინატ ახმეტოვი და დიმიტრი ფირტაში, ასევე სახალხო ფრონტის საპარლამენტო ფრაქციის წევრი ნიკოლაი მარტინენკო და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი კოლომაისკი არიან, რომლებსაც მფარველობას უკრაინის მთავრობა უწევს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: