ვის შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი?

ვის შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი?

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. 

 

მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს და საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებსა და სამომავლო გზებზე იმსჯელეს.

 

სტეფენ ჰედლიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე მართებული სტრატეგია აქვს და მაპი გაწევრიანების პროცესში ბარიერს არ წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საქართველომ მაქსიმალური სარგებელი უნდა ნახოს ნატოსთან თანამშრომლობით და წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა არსებული მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და აღნიშნული პრობლემების მოგვარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: