აპირებს თუ არა კირვალიძე ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას?

აპირებს თუ არა კირვალიძე ალასანიას პარტიაში გაწევრიანებას?

 

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე გავრცელებულ ინფორმაციას  “თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

 

მისი თქმით, ის ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრია და საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. 

 

კირვალიძემ ასევე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანია მისი მეგობარია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის პარტიაში აპირებს გაწევრიანებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: