განხორციელდება თუ არა თბილისში მსხვილი პროექტები?

განხორციელდება თუ არა თბილისში მსხვილი პროექტები?

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტების განხორციელება. 

 

ხიდების და გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 17 მლნ. 800 ათასი ლარი, მათ შორის, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენითი სამუშაოები და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მოწყობა;

 

1.10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 7 მლნ. 800 ათასი ლარი;

2.ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში - 42 მლნ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითრება და შენობების რეაბილიტაცია - 19 მლნ ლარი; გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 7 მლნ. 700 ათასი ლარი;

3.7 მეტროს სადგურის - ვაგზლის მოედანი-1, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, ავლაბარი, ვარკეთილი და ახმეტელის თეატრი კაპიტალური რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი;

4.ახალი რაგბის მოედნის მშენებლობა - 6,0 მლნ ლარი, რომელიც რაგბისტების ახალი თაობების აღზრდას მოემსახურება და უმასპინძლებს 2017 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს;

5.ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა - 3 მლნ ლარი;

6.ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა - 1მლნ. 100 ათასი ლარი;

 

ნარმანიას განცხადებით, ქალაქისათვის ორი უმნიშვნელოვანესი სფეროსათვის განხორციელდება თანხების მოძიება დონორი და საფინანსო ინსტიტუტებიდან. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია საქალაქო ავტობუსების პარკის განახლება 150 ერთეულით. ასევე, დაგეგმილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის პირველი და მეორე უჯრედის დახურვისა და გაზშემკრები მილების მშენებლობისათვის 9 მლნ. 600 ათასი ლარისა და ახალი მე-3 უჯრედის მშენებლობისათვის 13 მლნ. 400 ათასი ლარის მოზიდვა.

 

ნარმანიამ განმარტა, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების პარკის მშენებლობისთვის დამატებითი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭიროა 19 მლნ ლარი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: