არჩილ ჭყოიძე: ხიდაშელი, როგორც თავდაცვის მინისტრი საქართველოს ზიანის მეტს არაფერს მოუტანს!

არჩილ ჭყოიძე: ხიდაშელი, როგორც თავდაცვის მინისტრი საქართველოს ზიანის მეტს არაფერს მოუტანს!

    უკვე რამდენიმე დღეა პარტია "ნეიტრალური ევრაზიული საქართველო" აანონსებს აქციას რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ. პარტიის განცხადებით  25 დეკემბერს, 13:00 საათზე თავდაცვის სამინისტროს წინ ისინი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადადგომას მოითხოვენ. 

   ჩვენ პარტიის ლიდერს, არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

 

-თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ "რესპუბლიკური პარტიის" წინააღმდეგი ხართ. კონკრეტულად რა არ მოგწონთ და რატომ ფიქრობთ, რომ "ამერიკელები ახდენენ ნაციონალური მოძრაობის რესპუბლიკური პარტიით ჩანაცვლებას?" 

 

-როგორ შეიძლება მოგეწონოს პარტია, რომლის წევრები მუდმივად გამოირჩევიან ქართული ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლით, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ პარტიის რეიტინგი ყველანაირი გამოკითხვებით არ აღემატება 2%-ს, პატრიარქის რეიტინგი კი 95-97% და უწმინდესი სარგებლობს არა მარტო რეიტინგით, არამედ ქართველების და სხვა ეთნიკური საზოგადოების დიდი სიყვარულით. ეს ის პარტიაა, რომელიც უმსგავსოებას და ცოდვას უჭერს მხარს. ეს ის ხალხია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, იცავენ ლგბტ წარმომადგენლებს და მათ უფლებებს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ ჩაშალონ ნებისმიერი პოზიტიური მოვლენა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ეს ორგანიზაცია არის დანაშაულებრივი. "რესპუბლიკური პარტია" არანაკლებ საშიშია, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" და დროზე თუ არ აიკრძალა ეს პარტია, თუ დროზე არ ჩამოცილდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებას, მათ შეიძლება გაცილებით უარეს მდგომარეობაში ჩააყენონ საქართველო, ვიდრე ჩააყენა სააკაშვილმა და გაცილებით უარეს კონფლიქტში გახვიონ ქვეყანა, ვიდრე ეს დანაშაულებრივი რეჟიმის წინამძღოლმა გააკეთა. რაც შეეხებათ ამერიკელებს, მათი მთავარი არსი იყო, რომ საქართველოში დაეჭირათ მხარი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეალურად გამოდიან ქართული ტრადიციებისა და ეკლესიების წინააღმდეგ, ეს ახლა არ დაწყებულა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოდის, ბჟეზისკი საუბრობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ მოხდებოდა ყველაზე დიდი დარტყმა მართლმადიდებლობაზე, ჩვენ ვართ უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანა და ამიტომ ამერიკელები ცდილობენ სხვადასხვა ჯგუფების ჩანაცვლებით იბრძოლონ საქართველოში ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რელიგიასთან, მრევლთან, ეკლესიასთან, პატრიარქთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ეწინააღმდეგება ახალ მსოფლიო წესრიგს, ეწინააღმდეგება იმ გარყვნილებას, რომელსაც სთესავს დასავლეთი და ამერიკა მთელს მსოფლიოში.

 

- რესპუბლიკელობას ხომ არ უკავშირდება თქვენი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და 25 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადადგომის მოთხოვნით სამინისტროსთან დაგეგმილი აქცია? რესპუბლიკელი რომ არ იყოს, მაშინაც მოითხოვდით მის გადადგოას თუ თავად პიროვნებაშია საქმე? 

 

-ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, რომ თინა ხიდაშელი გათავისუფლდეს მინისტრის პოსტიდან. გადახედეთ ისტორია, ყველა მხედართმთავარი საქართველოში იყო კაცი.

 

-მაგრამ საქართველოს ჰყავდა ქლი მეფე-თამარი.

 

-ქალი იყო, მაგრამ არ იყო ხედართმთავარი და საერთოდ, როგორ შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანა იმ დროს, როცა საუბარი ხიდაშელს ეხება, დანაშაულია ხიდაშელის თამარ მეფის გვერდით ხსენება და ეს არც არავინ უნდა ახსენოს. თამარ მეფე იყო წმიდათა წმიდა და ხიდაშელი არის საქართველოს მტერი და მოღალატე, როგორ შეიძლება მათი შედარება! ამიტომ არ გადავუხვიოთ თემიდან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნამდვილად ჰყავს პიროვნებები, რომლებიც შესანიშნავი თავდაცვის მინისტრები იქნებიან. ეს ადამიანები ნამდვილი სპეციალისტები არიან და სხვადასხვა ომში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ, ხიდაშელს კი წარმოდგენაც არ აქვს სამხედრო მოწყობაზე, თავდაცვის სამინისტროზე და არის ამერიკელების წნეხის ქვეშ დანიშნული მინისტრი. მეორე საკითხი ისაა, რომ ხიდაშელმა რეალურად გაასწრო "ნაციონალურ მოძრაობას" უაზრო რიტორიკაში. რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა, რომ თურმე რუსები კატების და თაგვების ჭამას არიან მიჩვეულები და ამაში იგულისხმა ლენინგრადის ბლოკადა, მისმა ნათქვამმა დასავლეთის ბევრი ლიდერიც აღაშფოთა და აღნიშნეს, რომ ის ხალხი ბლოკადის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ხიდაშელის განცხადება კი ფაშიზმის მხარდაჭერა იყო. ამის გამო იმავე დღეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო რომ არაფერი ვთქვათ პოსტის დატოვებაზე. ხიდაშელის განცხადებები საერთოდ საფრთხის შემცველია. ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ეკლესიის მოძულე არ უნდა იყოს საქართველოს უსაფრთხოების გარანტი, გარდა ამისა, დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას დაკარგული აქვს ტერიტორიები, უნდა ჰყავდეს გაწონასწორებული და თავისი საქმის პროფესიონალი მინისტრი. ხიდაშელი გამოირჩევა ქარველმოძულეობით და საერთოდ, რაზე უნდა იყოს საუბარი, როცა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველო არ არის" თავდაცვის მინისრად გვევლინება?!. ასეთი სულისკვეთებით ის ვერასდროს შეძლებს ტერიროტიული მთლიანობისთვის ბრძოლას! ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არაფერ შუაშია მისი რესპუბლიკელობა, თუმცა ერთ-ერთი ფაქტორი ესეცაა. ხიდაშელი, როგორც თავდაცვის მინისტრი საქართველოს ზიანის მეტს არაფერს მოუტანს!

 

-თქვენ ამბობთ-" ხიდაშელის უპასუხისმგებლო განცხადებებმა შეიძლება ისეთივე სამხედრო ავანტიურაში გაგვახვიოს, როგორშიც გაგვახვია 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ"-კონკრეტულად რას გულისხმობთ და როგორ ფიქრობთ, რუსეთი ხიდაშელის განცხადებების გამო ისევ წამოვა ინტერვენციაზე?

 

-თუ ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ რუსებს და სხვა გზას არ დავუტოვებთ, რა თქმა უნდა არაფერს მოერიდება და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენს. ყველას კარგად ახსოვს სააკაშვილის არაკონსტრუქტიული და გამაღიზიანებელი განცხადებები რუსეთის მიმართ, ანალოგიურს ვისმენთ დღეს ხიდაშელისგან. დააკვირდით, როგორი რიტორიკა აქვს მას და რა თქმა უნდა, თუ ეს ასე გაგრძელდა, რუსეთი მოაწყობს რაიმე პროვოკაციას და კიდევ უფრო გადმოლახავს საზღვრებს. ამისი ხელშემწყობი კი იქნება ქალბატონი ხიდაშელი!

 

- როგორ ფიქრობთ ხიდაშელის გადადგომა რას შეცვლის? ან რამდენად რეალურად გეჩვენებათ, რომ თავდაცვის მინისტრს ვინმე მოხსნის? 

 

-მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების 95% უარყოფიტად არის განწყობილი რესპუბლიკური პარტიის და ხიდაშელის მიმართ. თუ საზოგადოება გაერთიანდება და დადგება ფეხზე, თუ საზოგადოებაში არ იქნება ნიჰილიზმი და რეალურად დააფიქსირებს ტავის მოთხოვნას, ვერავინ ვერ აღუდგება წინ, ვერც მთავრობა, ვერც ამერიკის ელჩი და ვერც თეთრი სახლი, მაგრამ ეს უნდა იყოს მასიური მოთხოვნა და არა თითო ოროლა ადამიანის გამოძახილი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თუ ხიდაშელი დარჩება ამ თანამდებობაზე, შესაძლებელია კატასტროფულად დასრულდეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. 

 

- იყო რამდენიმე ანალოგიური მოთხოვნა იგივე პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების მიერ, თუმცა ეს განცხადებები პრესკლუბებსა და სააგენტოებს არ გასცდენია. თქვენ თუ აპირებთ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბოლომდე ბრძოლას და ხომ არ დააყენებთ თავად პარტიის ლიკვიდირების პროცესს? 

 

-მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ-რესპუბლიკური პარტია არის დანაშაულებრივი პარტია, რომელიც სქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. უნდა მოისპოს ნიჰილიზმი საზოგადოებაში და დადგეს ყველა ერთად. დღეს დგება საკითხი ვინ მართავს ქვეყანას 2016 წლის შემდეგ-ეს იქნება განახლებული ნაციონალური მოძრაობა რესპუბლიკური პარტიის სახით თუ არა, ამიტომ ერთი სიტყვით, აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია და ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება.

 

-25 დეკემბერს აქციას მხოლოდ თქვენი პარტია ატარებს, თუ გამოთქვა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შემოერთების სურვილი?

 

-ჩვენ 2-3 დღეა დავაანონსეთ აქციის შესახებ, ამ დღეებში უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, ვფიქრობთ სხვადასხვა არასამთავრობოები შემოგვიერთდებიან, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს თავისი აზრი, შევიმუშავოთ მემორანდუმი, მოეწეროს ხელი, რომ 2016 წლიდან არც ერთი რესპუბლიკელი ხელისუფლების სათავეში აღარ იხილოს საზოგადოებამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: