ლევან ბერძენიშვილი: თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიის თაობაზე, გიორგი მარგველაშვილის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მას დაკითხვაზე დაიბარებენ!

ლევან ბერძენიშვილი: თუკი პროკურატურა შეწყალების კომისიის თაობაზე, გიორგი მარგველაშვილის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მას დაკითხვაზე დაიბარებენ!

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი რიგითი მოქალაქეა და თუკი შეწყალების კომისიის თაობაზე, პროკურატურა, გიორგი მარგველაშვილის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მას დაკითხვაზე დაიბარებენ. 

 

როგორც ჟურნალისტებს, ბერძენიშვილმა განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ პრეზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს.

 

„რაც შეეხება იმას, რომ ტელეფონიდან მესიჯები გაქრა, ეს საინტერესო განვითარებაა, იმიტომ რომ ნელ-ნელა ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადავდივართ. როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საქმეში ბოლომდე გააერკვევა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საჭიროებისამებრ, პრეზიდენტი პროკურატურასთან ითანამშრომლებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: