„ვარდების რევოლუციის“ იუბილე აღნიშვნას აღარ იმსახურებს?!

„ვარდების რევოლუციის“ იუბილე აღნიშვნას აღარ იმსახურებს?!

საქართველოში "ვარდების რევოლუციის" თარიღის აღნიშვნის ტრადიცია დაირღვა. უკვე ცნობილია, რომ 2003 წლის შემდეგ პირველად საქართველოს "ვარდების რევოლუციის" დღეს, 23 ნოემბერს, დიდი ზეიმით აღარ აღნიშნავს.


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა  ლიდერიმა, მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, 23 ნოემბრისთვის რაიმე გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმილი არ არის.
"23 ნოემბერი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულია და ამ დღესასწაულს აღვნიშნავთ", - დასძინა მაჭავარიანმა.


შეგახსენებთ, რომ “ვარდების რევოლუცია” დიდი ზარზეიმით აღინიშნებოდა და ეროვნულ დღესასწაულად იწოდებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: