შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივრები დღეს განიხილება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივრები დღეს განიხილება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ყოფილი მაღალჩინოსნის სააპელაციო საჩივრების განხილვა დღეს, 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცლებს.

კუდ-ის ყოფილი უფროსის, ლევან ქარდავას ადვოკატის კახა შონიას განცხადებით, საჩივრების განხილვა მხარეთა მონაწილეობით მოხდება.

"სააპელაციო სასამართლომ საჩივრები მიიღო და მის განხილვას თავად ბრალდებულებიც დაესწრებიან", - აცხადებს ადვოკატი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრები 19 ნოემბერს შევიდა, რომელთა მიხედვითაც, ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-ს დაკავებულ მაღალჩინოსნებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულები სასჯელაღსრულების გლდანის №8-ე დაწესებულების კარანტინის განყოფილებაში მოათავსეს. ისინი 15 ნოემბერს დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: