საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა

საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა

საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს მეგობრობის ჯგუფს მმართველი პარტია „სირიზა"-ს წევრი გეორგიოს აკრიოტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი 7 პარლამენტარისაგან შედგება და მასში გაერთიანებულები არიან დეპუტატები როგორც მმართველი პარტიიდან ასევე ოპოზიციიდან. 

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტის შიდა რეგულაციების მიხედვით მოხდა მეგობართა ჯგუფების დაკომპლექტება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკოს ვუცმა დაამტკიცა. 

 

საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილმა მადლობა გადაუხადა გეორგიოს აკრიოტისს საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის შექმნისათვის და გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი, რომ საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო თანამშრომლობამ ეფექტიანად შეძლოს თავისი წვლილის შეტანა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: