რით დასრულდა არჩილ ხაბაძის ანგარიშის მოსმენა?

რით დასრულდა არჩილ ხაბაძის ანგარიშის მოსმენა?

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯოდამირის, არჩილ ხაბაძის ანგარიშის მოსმენა ხმაურით დასრულდა. 

 

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე, დეპუტატთა შეკითხვებს თითქმის 5 საათის განმავლობაში პასუხობდა, თუმცა ოპოზიციის შეფასებით, მან ვერც ერთ შეკითხვას კონკრეტული პასუხი ვერ გასცა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს. 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტაციამ ვერ შეძლო ქვორუმის მოგროვება და შესაბამისად უმაღლესმა საბჭომ ვერ დაამტკიცა დადგენილება ანგარიშის მოსმენის ცნობად მიღების თაობაზე. 

 

კოალიციის წევრებმა ოპოზიციის დეპუტატებისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს, თავად არჩილ ხაბაძემ კი შექმნილ სიტუაციას “კონცერტი” უწოდა და დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: