კიდევ რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი?

კიდევ რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ.

 

გარდა ამისა, დევნილები ახალ წლამდე მიიღებენ ბინებს ოლიმპიურ სოფელში, რომლის 9 კორპუსი სახელმწიფომ პრემიერის ინიციატივით გამოისყიდა.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, დევნილებს ახალ წლამდე ოლიმპიურ სოფელში 330 ბინა გადაეცემათ, ხოლო კიდევ 300 ბინას ისინი ეტაპობრივად, თებერვალსა და ივნისში მიიღებენ.

მთლიანობაში, წელს და მომავალ წელს, დევნილებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, 1100-მდე ბინა გადაეცემათ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: