მეჩითოვი ბრუნდება, კითხვები რჩება!

მეჩითოვი ბრუნდება, კითხვები რჩება!

კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი ჟურნალისტების კითხვებს, სავარაუდოდ, დღეს უპასუხებს.


როგორც ცნობილია, მეჩითოვი საფრანგეთიდან დღეს ბრუნდება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა.


"ყველა შეკითხვას თავად მეჩითოვი გასცემს პასუხს. როგორც ვიცი, ის ხუთშაბათს გეგმავს ჟურნალისტებთან შეხვედრას, მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან დაბრუნება", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.


კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განმარტებით, მეჩითოვის მიმართ ბრალდებები იქნა წამოყენებული, რომელიც ოკუპაციის მუზეუმის გაუქმებას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ იური მეჩითოვისა და მუზეუმთან დაკავშირებული ამბების მართებულობაში განემარტებათ რეალური ვითარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: