ვინ აირჩია „ახალი მემარჯვენეების“ რიგგარეშე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ?

ვინ აირჩია „ახალი მემარჯვენეების“ რიგგარეშე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ?

„ახალი მემარჯვენეების“ რიგგარეშე მეშვიდე ყრილობა გაიმართა.  ყრილობამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები. 

 

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარის ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნის გამო პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლებულ პოსტზე ყრილობამ აირჩია მამუკა კაციტაძე, რომელიც მანამდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. 

 

ყრილობაზე „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურ მდივნად არჩეულ იქნა შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იოსებ ბორცვაძე.

 

ყრილობამ ცვლილებები შეიტანა „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში და აირჩია მთავარი კომიტეტის ახალი წევრები. აგრეთვე, გაიმართა დებატები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვენლოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. 

 

ყრილობამ მიიღო რეზოლუცია. 

 

ყრილობას ესწრებოდნენ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის ( IRI ) ხელმძღვანელი საქართველოში ანდრეა კირბსი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES )-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნერმინ ნისიჩი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: